თავში

კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 43 ფაქტი გამოავლინეს.

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 15 შემთხვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 9 ფაქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სამართალდარღვევის 6 შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში - 4 – 4 ფაქტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - 3 და სამართალდარღვევის თითო-თითო ფაქტია გამოვლენილი ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.

მოქალაქეების მიერ უკანონოდ მოპოვებულია, ჯამურად, დაახლოებით 41 კუბური მეტრი ხე-ტყე.გამოვლენილ ფაქტებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, კახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 648 ფაქტი გამოავლინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system