თავში

კამერის სადენები გადაჭრეს... ვიცით ვინ გამორთო ელექტროენერგია - რამიშვილი

კამერის სადენები გადაჭრეს... ვიცით ვინ გამორთო ელექტროენერგია - რამიშვილი
კამერის სადენები გადაჭრეს... ვიცით ვინ გამორთო ელექტროენერგია - რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არსებობს დიდი ეჭვი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სასტუმრო „ადმირალში“ იმყოფებოდა, ხოლ კამერების სადენები განზრახ არის გადაჭრილი.

„როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ საკალმახე „ადმირალის“ ვიდეო-სათვალთვალო კამერები, ექსპერტიზა ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დეპარტამენტმა, სადაც მითითებულია, რომ მეცნიერული მეთოდიკის არარსებობის გამო ვერ დგინდება „ადმირალის“ ვიდეო-სათვალთვალო კამერების სადენები როდის არის გადაჭრილი - 17 ივლისამდე, თუ ივლისის შემდეგ. 

ჩვენ ვითხოვთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ იქ იმყოფებოდა თამარი და სადენები განზრახ არის გადაჭრილი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ ქალბატონმა ელისო კილაძემ დაასახელა ძალიან ბევრი სახელი და გვარი, მე პირადად მისი გამოვკითხე ის და მოვითხოვთ, რომ ეს გამოკითხვის ოქმი დაერთოს საქმეში. 

ასევე, ყველა ის პიროვნება, რომელსაც ასახელებს ელისო კილაძე, დაკითხული იყოს, ეს არის ადამიანი, რომელმაც ელექტროენერგია გამორთო, გარკვეული პიროვნება, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს და საჭიროა ამ სადგურიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system