თავში

კანონი მოითხოვს გირაოს გადახდას - ეკა გიგაური ნიკა მელიას განცხადებაზე

კანონი მოითხოვს გირაოს გადახდას - ეკა გიგაური ნიკა მელიას განცხადებაზე
კანონი მოითხოვს გირაოს გადახდას - ეკა გიგაური ნიკა მელიას განცხადებაზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დორექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყვეტილი არ აქვს, არ შეიძლება პროკურატურამ შესაბამისი პროცედურების გარეშე დაიბაროს. 

რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, გიგაური ამბობს, რომ კანონი ამას მოითხოვს.

"იმის გამო, რომ ნიკა მელიას შეწყვეტილი არ აქვს სადეპუტატო მანდატი, საუბარია ჯერჯერობით დეპუტატზე, რომელიც არ შეიძლება პროკურატურამ ისე დაიბაროს, რომ შესაბამისი პროცედურები არ გაიაროს. რაც შეეხება გირაოს, დიახ, კანონი მოითხოვს გირაოს გადახდას", - განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაშია დაბარებული. მისი გამოძახება გირაოს გადაუხდელობას უკავშირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system