თავში

კაცს, რომელმაც მეუღლე აწამა, განაჩენი გამოუტანეს

კაცს, რომელმაც მეუღლე აწამა, განაჩენი გამოუტანეს
კაცს, რომელმაც მეუღლე აწამა, განაჩენი გამოუტანეს

გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი მეუღლის წამების ფაქტზე ბრალდებული განაჩენი ცნობილია.

როგორც report.ge-ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი მეუღლის წამების ფაქტზე ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ ცნო.

გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 13 იანვარს ფოთში, ზ.შ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლის მიმართ წამება განახორციელა, რა დროსაც დანით მიაყენა ჭრილობები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ზ.შ. 2020 წლის 13 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის წევრის წამება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მეუღლის წამებაში ბრალდებულს 7 წელი მიუსაჯეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system