თავში

ხელოვნურ ბარიერს შეუქმნიან და სასამართლოში არ მიიყვანენ - სააკაშვილის ადვოკატი

ხელოვნურ ბარიერს შეუქმნიან და სასამართლოში არ მიიყვანენ - სააკაშვილის ადვოკატი
ხელოვნურ ბარიერს შეუქმნიან და სასამართლოში არ მიიყვანენ - სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, ის მორალურად მხნედა არის და სასამართლო სხდომაზე წარსადგენად ემზადება. ამის მიუხედავად, მისი ინტერესების დამცველებს აქვთ მოლოდინი, რომ სააკაშვილს ხელოვნურ ბარიერს შეუქმნიან და სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას არ მისცემენ.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ მიიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, ბუნებრივია რაიმე ხელოვნურ მიზეზსს ამისთვის მოიფიქრებენ, იმიტომ, რომ ხელისუფლება არის შეშინებული. პანიკური შიში არის ერთადერთი რასაც ავლენს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. მათ ეშინიათ, რომ სააკაშვილს ჰქონდეს შესაძლებლობა მიმართოს საზოგადოებას.

ჩვენ გვახსოვს იუსტიციის მინისტრის განცხადება რამდენიმე დღის წინ, რომელმაც თქვა, რომ მისი რეკომენდაცია არის, რომ არ მოხდეს პროცესის ჩატარება სასამართლოს შენობაში. რეალურად იუსტიციის მინისტრს ბუნებრივია არაფერი ესაქმება მსგავსი გადაწყვეტილების მიღებასთან, არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს", -  თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოს მოუწევს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობაზე მსჯელობა და გადაწყვეტილების გადასინჯვა. საძაგლიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოუწევს.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system