თავში

ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 161 ფაქტი გამოვლინდა - PHOTO

ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 161 ფაქტი გამოვლინდა - PHOTO
ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 161 ფაქტი გამოვლინდა - PHOTO

მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 161 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

,,ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 80 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. 

იმერეთში დაფიქსირდა 24 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 15, სამცხე-ჯავახეთში - 14, შიდა ქართლში - 9, ქვემო ქართლში - 6, მცხეთა-მთიანეთში - 5, აჭარაშიც - 5, გურიაში - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 209 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 10 ფაქტი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი", - აღნიშნულია ინფრორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system