თავში

ხორავას ქუჩის საქმე - გაფორმდება თუ არა მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმება?

ხორავას ქუჩის საქმე - გაფორმდება თუ არა მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმება?
ხორავას ქუჩის საქმე - გაფორმდება თუ არა მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმება?

ხორავას ქუჩაზე მომხდარი კვლელობის საქმეზე მსჯვარდებულ გუგა ბარბაქაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე პროკურატურა უარს ამბობს. ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზეა მსჯავრდებული. მასვე ედავებიან დავით სარალიძის მკვლელობასაც, რასაც ბარბაქაძე არ აღიარებს. 

„გუგა ბარბაქაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გენერალურ პროკურატურას მომართა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად და ცხადად შემიძლია განვმარტო, რომ ასეთი ტიპის მოლაპარაკებები არ წარმოებს, ბრალდების მხარე არ არის თანახმა აღნიშნულ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მარტივი პროცედურა რომ განვმარტოთ, იმისათვის რომ, ზოგადად საპროცესო შეთანხმება იქნას გაფორმებული, ამისათვის მინიმალური სტანდარტი გახლავთ ის, რომ ბრალის აღიარება უნდა მოხდეს“, -ამის შესახებ პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა. 

მან განმარტა, რომ დახურული სასამართლო პროცესის გამო საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. 

„ბრალდების მხარე ორი ინსტანციის სასამართლოში მიუთითებდა და დღემდე მიუთითებს, რომ გ.ბ.-ს მიმართ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა , რომელიც ადასტურებდა მის ბრალეულობას ორივე ეპიზოდთან მიმართებით, როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე, დავით სარალიძის ეპიზოდებში. შესაბამისად, ამ პოზიციას დაიჭერს უზენაეს სასამართლოში ბრალდების მხარე და სამართლებრივად იდავებს ამ საკითხებთან დაკავშირებით“,- აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, მასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების პირობებზე პროკურორი არ საუბრობს. 

უზენაეს სასამართლოში სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესი მედიისთვის დახურულია. 

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system