თავში

კიევის სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - მეგის ქარდავას საქართველოს გადასცემენ

კიევის სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - მეგის ქარდავას საქართველოს გადასცემენ
კიევის სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - მეგის ქარდავას საქართველოს გადასცემენ

საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ კიევის სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს ბრძანება. 

ინფორმაციას მეგის ქარდავას ადვოკატიც ადასტურებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყოფილ მაღალჩინოსანს ქართულ მართლმსაჯულებას უახლოეს დღეებში გადასცემენ. 

ცნობისთვის, მეგის ქარდავა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, მათ შორის საუბარია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობაზე, ასევე წამებისა და არადაამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდზე.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system