თავში

კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე დაკავებულ პირებს ბრალს დღეს წარუდგენენ

კინოთეატრებთან გ
კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე დაკავებულ პირებს ბრალს დღეს წარუდგენენ

თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე დაკავებულ პირებს ბრალს დღეს წარუდგენენ. 
თბილისში დაკავებულები ქალაქის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. ბრალის წარდგენის შემდეგ, აქციის მონაწილეების მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.  

Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ სულ 28 პირი დააკავეს
"სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი."- განუცხადეს Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 საქართველოს კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენებები დღესაც გაგრძელდება. ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების თქმით, აქციას ისინი დღესაც გამართავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system