თავში

კლუბ "ხიდში" დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოებისთვის 650 პოლიციელი იყო მობილიზებული - დარახველიძე

კლუბ "ხიდში" დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოებისთვის 650 პოლიციელი იყო მობილიზებული - დარახველიძე
კლუბ ხიდში დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოებისთვის 650 პოლიციელი იყო მობილიზებული - დარახველიძე

პოლიციის მხრიდან მაღალი მობილიზებისა და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, მიუხედავად აგრესიული ჯგუფების მცდელობისა, კინო-ჩვენებამ ჩაიარა უსაფრთხო გარემოში, რასაც თავად „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოჰყვა დადებითი შეფასება, - ამის შესახებ შინაგანს საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პოლიციის მხრიდან მაღალი მობილიზებისა და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, მიუხედავად აგრესიული ჯგუფების მცდელობისა, კინო-ჩვენებამ უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. 

„1 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის მიმდებარედ, კლუბი „ხიდი“, დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით პოლიციის თანამშრომლებმა დეტალურად შეისწავლეს ტერიტორია, შეიმუშავეს ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გეგმა და გეგმის მიხედვით დილის საათებიდან ადგილზე მობილიზებული იყო სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 650 მდე თანამშრომელი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მართლწესრიგის დაცვას. 

უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოყენებული იყო ჯებირები და ცოცხალი ძალა. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება დაიგეგმა და განხორციელდა სიტუაციის შესაბამისად. ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა მოსვლის პარალელურად, ადგილზე მობილიზება დაიწყეს მოწინააღმდეგე ჯგუფებმა.

პოლიციის მხრიდან მაღალი მობილიზებისა და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, მიუხედავად აგრესიული ჯგუფების მცდელობისა, კინო-ჩვენებამ ჩაიარა უსაფრთხო გარემოში, რასაც თავად „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოჰყვა
დადებითი შეფასება“, -
განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system