თავში

კომპანიების ხელმძღვანელები პასუხისგებაში მისცეს

კომპანიების ხელმძღვანელები პასუხისგებაში მისცეს
კომპანიების ხელმძღვანელები პასუხისგებაში მისცეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს სამი კომპანიის ხელმძღვანელი პირები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოქმედ კომპანიებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

საგადასახადო შემოწმებების შედეგად სამივე კომპანიას ჯამში ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 621 099 ლარი.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system