თავში

კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი პროკურატურას მიმართავს

კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი პროკურატურას მიმართავს
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი პროკურატურას მიმართავს

covid 19-ით გარდაცვლილი, 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა შვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენას და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

გარდაცვლილის მამა, გაიოზ ჩარკვიანი, რომელიც ადვოკატია, გენერალურ პროკურატურას დღეს მიმართავს და კონკრეტულ მტკიცებულებებსაც წარადგენს. მტკიცებულებებს შორისაა გარდაცვლილი ფეხბურთელის აუდიო ფაილები და წერილები.

ოჯახი განიხილავს ვერსიას, რომ მისი შვილი ექიმების დაგვიანებულ რეაგირებას და არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა. 

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია.

ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, მისი ბოლო გუნდი კი „ვიტ ჯორჯია 2“ იყო.

20 წლის ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს. 

მას ვირუსმა ფილტვების ძლიერი დაზიანება ჰქონდა. ფეხბურთელი 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system