თავში

ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, საკუთრებაში არსებულ 4 630 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, პრივატიზებასთან დაკავშირებული დადებითი პასუხის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა 10 000 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system