თავში

ლაგოდეხში მომხდარი დაჭრის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა

ლაგოდეხში მომხდარი დაჭრის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა
ლაგოდეხში მომხდარი დაჭრის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1992 წელს დაბადებული ა.მ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ყვარელში დააკავეს. 

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ ლაგოდეხის სოფელ კაბალში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ ე.ი.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს," - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ყვარელში ახალგაზრდა კაცი გუშინ დაჭრეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system