თავში

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

​ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ლაშა ჩხარტიშვილის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტზე სასამართლო 8 იანვარს იმსჯელებს. განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობა პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა დააყენა. მისი თქმით, საჭიროა ამოიღონ და შეაფასონ პოლიციელთა სამხრე კამერების მიერ ჩაწერილი ვიდეომასალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა მისაღებად ჩაითვალა. ჩანაწერების წარდგენა მან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა.

„რეალურად რატომ დააკავეს უნდა გამოჩნდეს სამხრე კამერების ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, განზრახ არ წარმოადგინა შსს-მ დღევანდელ სხდომაზე, წარმოადგინა მხოლოდ სატელევიზიო მასალა, წინა პროცესზეც იგივე გააკეთეს. არაფერი ჩანს ამ ჩანაწერზე“, - განაცხადა ჩხარტიშვილის ადვოკატმა ია სირანიშვილმა.

მისი თქმით, ბრალდებულის მიმართ წამოწყებული სამართალწარმოება - ანგარიშსწორებაა.

თავის მხრივ, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ხვალ მერიასთან საპროტესტო აქცია დააანონსა. ჩხარტიშვილის თქმით, ის მხარს დაუჭერს გარე მოვაჭრეებსა და მალხაზ მაჩალიკაშვილს.

„არც ერთ რეჟიმს არ უკადრებია ასეთი სამარცხვინო პრეცედენტი, როცა ადამიანებს აყენებენ არჩევანის წინაშე, ან საკუთარი შვილები აშიმშილონ, ან სხვისი შვილის მკვლელის დასჯის წინააღმდეგ აქციას შეუშალონ ხელი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად რეჟიმის დამარცხებით დასრულდება“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, ის დღეს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system