თავში

ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის განმარტებით, დავით მურვანიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისივე განცხადებით, ბრალი უსაფუძვლოა.

"ეუბნებოდნენ, რომ დააკავებდნენ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა- მოხმარებაზე და შემდეგ უკვე ბრალი წაუყენეს დანაშაულის შეუტყობინებლობაზე. კონკრეტული პირის მიმართ სურდათ მიეღოთ სასურველი ჩვენება. ავტომობილიდან არაფერი ამოუღიათ, არაფერი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო. არ ვიცი რის საფუძველზეა დაკავებული აღნიშნული მუხლით, დავუტოვე განცხადება მასალების გადმოცემაზე,” - აცხადებს ადვოკატი თემურ ადონია.

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე 28 ივლისს საღამოს ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 29 ივლისს სულაბერიძეზე თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ირაკლი ღლონტი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლ.ს. მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system