თავში

ლერი სულაბერიძის თავდასხმის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ლერი სულაბერიძის თავდასხმის საქმეზე
ლერი სულაბერიძის თავდასხმის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ლერი სულაბერიძის თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულს, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია და დავით მურვანიძე პატიმრობაში დატოვა.

„მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დავით მურვანიძე. ჩვენ დავაყენეთ გირაო. მისი დაკამყოფილება არ მოხდა, თუმცა მიმაჩნია, რომ არგუმენტაცია რეალური იყო იმიტომ, რომ საქმის მასალებიდან გამოვდიოდი და ბევრად საფუძვლიანი იყო, ვიდრე დაცვის მხარის, მაგრამ, სამწუხაროდ, გაიზიარა მათი“,- აცხადებს ადვოკატი სოსო ხარატიშვილი.

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე 28 ივლისს საღამოს ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 29 ივლისს სულაბერიძეზე თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ირაკლი ღლონტი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლ.ს. მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system