თავში

ადვოკატის თქმით, 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ კონკრეტული ბრალდება არ არსებობს

ადვოკატის თქმით, 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ კონკრეტული ბრალდება არ არსებობს
ადვოკატის თქმით, 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ კონკრეტული ბრალდება არ არსებობს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. დაცვის მხარემ ირაკლი ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, თუმცა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განაცხადა, როგორც წინა პროცესზე ახლაც ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ. თუმცა, მისივე თქმით, არც ერთ მათგანს კონკრეტული ბრალდება ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ არ აქვს.

,,ისინი მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ოქრუაშვილი საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა" - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

დღევანდელ პროცესს ირაკლი ოქრუაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ ესწრებოდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system