თავში

ლიპეცკთან ამოტრიალებული ავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

ლიპეცკთან ამოტრიალებული ავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
ლიპეცკთან ამოტრიალებული ავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

ლიპეცკთან ამოტრიალებული ავტობუსის მძღოლს სტანოვლიანსკის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. რეგიონის პროკურატურის ინფორმაციით ვინაიდან მძღოლი საქართველოს მოქალაქეა, სადაც ის ჩაწერილია და მუდმივად ცხოვრობს, შესაძლოა, მიემალოს ძიებას და სასამართლოს.

გამოძიების ინფორმაციით, ავტობუსის დათვალისერების შედეგად, აღმოჩენილია ტექნიკურ მდგომარეობასთან და ექსპლუატაციასთან დაკაშირებული დარღვევები.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 მგზავრი, ამათგან საქართველოს 5 მოქალაქე. გარდაცვლილია ორი ადამიანი. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system