თავში

ლონდონში ანტირასისტული აქციის 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

ლონდონში ანტირასისტული აქციის 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს
ლონდონში ანტირასისტული აქციის 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში გამართულ ანტირასისტულ საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი დემონსტრანტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მშვიდობიანი აქცია ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ.

გარდა ამისა, გამოძიება დაიწყო იმ მამაკაცის მიმართ, რომელიც 2017 წელს თავდამსხმელების მიერ მოკლული პოლიციელის, კეიტ პალმერის მემორიალის გვერდით შარდავდა.

საპროტესტო აქციები და არეულობები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დაკავებულია, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system