თავში

ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის სასამართლო პროცესი საავადმყოფოში ჩატარდება

ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის სასამართლო პროცესი საავადმყოფოში ჩატარდება
ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის სასამართლო პროცესი საავადმყოფოში ჩატარდება

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაიმართება.

საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის 10 დეკემბერს, მ.ჩ.-მ, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა ლ. ს. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და ლ.ს.-ს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება.

აღნიშნულზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვანებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

პროკურატურა ჩოლოიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. მალევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მარიანა ჩოლოიანი დააკავა. ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system