თავში

მალავენ ინფორმაციას, რომელსაც თამარი ფლობდა - ბაჩალიაშვილების ადვოკატი

მალავენ ინფორმაციას, რომელსაც თამარი ფლობდა - ბაჩალიაშვილების ადვოკატი
მალავენ ინფორმაციას, რომელსაც თამარი ფლობდა - ბაჩალიაშვილების ადვოკატი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მომხდარის გამოძიება არ იგეგმება და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას არ გასცდეს. მისი თქმით, სრულად განადგულრებული და გასუფთავებულია თამარის კომპიუტერი. 

"გავეცანით, როგორი განცხადება გააკეთა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საუბარია თამარის ლეპოტოპის ექსპერტიზაზე, ამოღებული იქნა ინფორმაცია, თუ რა საიტებზე შედიოდა თამარი, რა ვებსაიტები დაათვალიერა. ეს არის მიზანმიმართული განაჩენი. პირდაპირ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თვითმკვლელობის იქეთ გამოძიება არ წავა. არანაირი გამოძიება და საგამოძიებო ქმედებები არ ხორციელდება.

როდესაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი გამოვიდა და განაცხადა, რომ გარდაცვლილის ჰყავდა ფსიქოლოგი, რომ არსებობს აბები და არსებობს წერილი. ანუ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია ისე, თითქოს ეს იყო თვითმკვლელობა. შემდეგ იყო საუბარი სხვა ვერსიებზეც. 

მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვედით და მოვითხოვეთ FBI-ს ჩართვა გამოძიებაში და აღმოჩნდა, რომ შეერთებული შტატების სალეჩო მზაობას გამოხატავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეეცადა ჩვენს დარწმუნებას, თითქოსდა თავადაც გამოხატავდნენ მზაობას.

მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შინაარსის მოთხოვნა და წერილი გაიგზავნა FBI-ში, ეს წერილი არ გვაჩვენეს.

სწორედ აღნიშნულის შემდეგ დაიწყეს განცხადებების გავრცელება იმის შესახებ, თითქოს თამარი ეძებდა ინფორმაციას "რა დაემართება ჩემს ფეისბუკს, რა მოხდება ჩემი სკივდილის შემდეგ", 17 ივლისს თურმე აფთიაქებში წამლებს ყიდულობდა. მთელი ლეპტოპი არის აბსოლუტურად გაუბედურებული, ყველაფერი წაშლილია. ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ ამათ გადაწყვეტილი აქვთ არანაირი საქმე არ გამოიძიონ. მალავენ იმ ინფორმაციას, რასაც ეს ბავშვი ფლობდა და ხელს აფარებენ იმ ჯგუფს, რომელიც ამაშია ჩართული. პირდაპირ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ არანაირი ჯგუფი არ გამოვლინდეს" - აცხადებს რამიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system