თავში

მამის მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალი წარუდგინეს

მამის მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალი წარუდგინეს
მამის მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალი წარუდგინეს

ჩხოროწყუში 8 იანვარს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინეს. 35 წლის მამაკაცი ამ დროისთვის ქუთაისის რეგიონული მედიცინის ცენტრში ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 

"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 35 წლის კ. წ. – მ, მამას – 1958 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, – აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system