თავში

მას შანაი ბრუკთან კავშირი არ ჰქონია - მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

მას შანაი ბრუკთან კავშირი არ ჰქონია - მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
მას შანაი ბრუკთან კავშირი არ ჰქონია - მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე აცხადებს, სასამართლოზე დაკავებულის გათავისუფლებას აღკვეთის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენების გარეშე მოითხოვს.

„გადმომეცა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო - საქმის მასალები. დეტალურად გავეცნობი და ჭორის დონეზე არ ვისაუბრებ, კონკრეტულად მეცოდინება. დაახლოებით, 8-9 ტომია. მას შანაე ბრუკთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, შემხებლობაშიც არ არის. არაერთი ისეთი პირია გამოკითხული, ვინც ამ საქმესთან შემხებლობაში არ ყოფილა. მათგან ერთ-ერთია ისიც. ვნახოთ, ბრალდების მხარე რას მოითხოვს. მოვითხოვ, აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ იყოს გამოყენებული“, - აცხადებს ადვოკატი.

ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვი ბრალს დღეს წარუდგენენ.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც წინა საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

ქალს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა. 31 ივლისს შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდაზე იპოვეს. თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system