თავში

მძღოლი, რომელმაც 16 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკავებულია

მძღოლი, რომელმაც 16 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკავებულია
მძღოლი, რომელმაც 16 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკავებულია

მძღოლი, რომელმაც რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 16 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკავებულია. ამის შესახებ Report.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული "ფორდის" მარკის ავტომობილს მართავდა და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მძღოლმა, შემთხვევის შემდეგ ავტომობილი მიატოვა და მიიმალა, თუმცა, დღეს საკუთარი ნებით ჩაბარდა პოლიციას. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system