თავში

მეგის ქარდავა განცხადებას ავრცელებს

მეგის ქარდავა განცხადებას ავრცელებს
მეგის ქარდავა განცხადებას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი მეგის ქარდავა განცხადებას ავრცელებს. ყოფილი მაღალჩინოსანი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასა და კიევში მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

ქარდავას მტკიცებით, მისი დაკავება მოხდა სასამართლო დარბაზში და მის საცხოვრებელ სახლში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა.

"ჩემი დაკავება მოხდა სასამართლო დარბაზში და არანაირი ჩხრეკა ჩემს საცხოვრებელ სახლში არ ჩატარებულა, ხოლო ის რისი ტირაჟირებაც მტკიცებულების სახით მოახდინა პროკურატურამ, დადგება დრო და პროკურატურას, პირადად შოთაძეს მოუწევს პასუხისგება აღნიშნულთან დაკავშირებით.

მივმართავ გაეროს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს გაეროსთან მიცემულ ინტერვიუში მოყვანილ ფაქტებს და აქედან გამომდინარე შეისწავლონ და იმოქმედონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში," - წერს მეგის ქარდავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system