თავში

მიხეილ რამიშვილი: დეას ისტორიას არცერთი კლასელი ადასტურებს

მიხეილ რამიშვილი: დეას ისტორიას არცერთი კლასელი ადასტურებს
მიხეილ რამიშვილი: დეას ისტორიას არცერთი კლასელი ადასტურებს

დეა კაპანაძის მიერ ინტერვიუში გამხელილ ფაქტებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი არ ეთანხმება და ამბობს, რომ თამარის მეგობრის მიერ გასაჯაროებული დეტალები პროკურატურის პირველად ვერსიასთანაა თანხვედრაში. 

"დეა კაპანაძისა და ბევრი ადამიანის ჩვენება, მათ შორის გამზრდელი ბებიის, გამოძიების პირველად ვერსიას ამყარებს, ვითომ ეს თვითმკვლელობა იყო. როგორ შეიძლება მამისა და შვილის საუბარი მესამე პირმა იცოდეს," - ამბობს რამიშვილი. 

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურა КГБ-ის მეთოდებს იყენებს და ქმნის ისტორიებს, რომელიც შემდგომში მათ ვერსიასთან თანხვედრაში მოჰყავთ. 

"დეას ისტორიას, რომ თითქოს თამარს ბავშვობაშიც ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, არცერთი მაგის კლასელი ამას არ ადასტურებს," - ამბობს უფლებადამცველი.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system