თავში

მიხეილ სააკაშვილი გორიდან თბილისში გადაჰყავთ

მიხეილ სააკაშვილი გორიდან თბილისში გადაჰყავთ
მიხეილ სააკაშვილი გორიდან თბილისში გადაჰყავთ

მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში მის საქმეზე ჩანიშნულ პროცესზე დასასწრებად გორიდან თბილისში გადაჰყავთ.

პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, ესკორტის თანხლებით, რამდენიმე წუთის წინ გავიდა. 

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system