თავში

"მისთვის ბრალდება გამაოგნებელი იყო, არაფერი მტკიცდება არც მოწმეებით, არც ანძებით" - ადვოკატი

"მისთვის ბრალდება გამაოგნებელი იყო, არაფერი მტკიცდება არც მოწმეებით, არც ანძებით" - ადვოკატი
მისთვის ბრალდება გამაოგნებელი იყო, არაფერი მტკიცდება არც მოწმეებით, არც ანძებით - ადვოკატი

რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მქოფთან დაკავშირებით, ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და მურსაკულოვი მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა. 

"რაფაელ მურსაკულოვს შანაი ბრუკთან არ ჰქონია შემხებლობა, მისთვის პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება გამაოგნებელი იყო, არაფერი მტკიცდება არც მოწმეებით, არც ანძებით.

ბრალი წარედგინა ოფიციალურად 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილით. ის იყენებს დუმილის უფლებას და ამბობს, რომ ამ ადამიანთან არ ჰქონია შემხებლობა. მისთვის ეს გამაოგნებელი და დამრტყმელი იყო. ვერაფრით ვერ ხსნის ამას. ბუნებრივია, სადავოდ გავხდით გარკვეულ საკითხებს. არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე და არ ჩანს კამერებში. იმ ტერიტორიაზე იყო ხოლმე, სადაც უწევდა. არაფერი მტკიცდება არც მოწმეებით, არც ანძებით. ბევრი არასწორი ინფორმაცია არის გავრცელებული, ხდება კონტექსტის დამახინჯება. მთელი დღე სახლში იყო და არსად საეჭვო ადგილზე არ გადაადგილდებოდა", – განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაფაელ მურსაკულოვს ბრალდება დღეს წარუდგინა. 

შეგახსენებთ, 30 ივლისს, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა.

ქალს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა. 31 ივლისს შანაე ბრუკის ცხედარი მთაწმინდაზე იპოვეს.

თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system