თავში

მკვლელობა კახეთში - ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ

მკვლელობა კახეთში - ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ
მკვლელობა კახეთში - ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ

წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ. 

ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულებს ბრალს ხვალ წარუდგენენ.

"მაშინ, როდესაც სრულად არ არიან მოწმეები გამოკითხული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არ მიმაჩნია სწორად საქმის დეტალებზე ღიად საუბარი. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება საქმის დეტალებს, ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს გამოძიება და რაიმე ინფორმაცია შემდგომ შეიძლება, გამოყენებული იყოს დაცვის მხარის წინააღმდეგ", – განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანადალში მომხდარი მკვლელობისთვის ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა 1994 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს ესროლა, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა.

ცნობისთვის, თელავის რაიონში 3 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. სამივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტზე ორი პირია დაკავებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system