თავში

მკვლელობაში ბრალდებულ ბერ ანტონს პატიმრობა შეუფარდეს

მკვლელობაში ბრალდებულ ბერ ანტონს პატიმრობა შეუფარდეს
მკვლელობაში ბრალდებულ ბერ ანტონს პატიმრობა შეუფარდეს

მკვლელობაში ბრალდებული ბერი ანტონი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა დაჭრილი პირი ჯერ საავადმყოფოში მიიყვანა, შემდეგ კი ტაძარში წავიდა, სადაც გაიგო კიდეც მისი გარდაცვალების ამბავი. ამის შემდეგ პოლიციას ის თავად ჩაბარდა. 

ბრალდებულმა ბერმა თქვა, რომ მამაკაცი, რომელიც დაჭრა, მას ემუქრებოდა და საავადმყოფოში მიყვანამდე კიდევ ორჯერ დაარტყა დანა. ასევე, ის გაურკვეველი მიმართულებით, ისროდა, რა დროსაც შესაძლებელი იყო ბერ ანტონთან ერთად შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი პირი დაჭრილიყო ან დაღუპულიყო., 

ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისი უდანაშაულობის დადასტურება კამერების ჩანაწერებითაც შეიძლება. მან სასამართლოს შინაპატიმრობა სთხოვა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ყოფილი ბერი ანტონი პატიმრობაში გაუშვეს. 

მომდევნო სასამართლო პროცესი 29 სექტემბერს ჩაინიშნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system