თავში

მკვლელობაში ბრალდებული ბერი ანტონი თავს დამნაშავედ არ ცნობს

მკვლელობაში ბრალდებული ბერი ანტონი თავს დამნაშავედ არ ცნობს
მკვლელობაში ბრალდებული ბერი ანტონი თავს დამნაშავედ არ ცნობს

ბერ ანტონს, რომელიც ბორჯომში მომხდარი მკვლელობისთვის გუშინ დააკავეს, ბრალს დღეს წაუყენებენ. თავად ყოფილი სასულიერო პირი, რომელიც წალკის მონასტერში მსახურებდა, თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მისი ქმედება თავდაცვით იყო გამოწვეული. 

"ბრალდებულს ვესაუბრე. იგი არ ცნობს დამნაშავედ თავს წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალითაც და ფაქტობრივი გარემოებებითაც დგინდება, რომ მას ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც ბრალდების მხარე ედავება, განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია მისი ქმედება იყო მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. 

შესაბამისად, დაცვის მხარე ვფიქრობთ, რომ მისი ქმედება არ არის ბრალეული", - განაცხადა ადვოკატმა. 

6 აგვისტოს კონფლიქტის ნიადაგზე სასულიერო პირმა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა. ამას მსხვერპლის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა უძღოდა წინ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system