თავში

მორის მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

მორის მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
მორის მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გადაიდო. 

სხდომის გადადების მიზეზი მოწმის გამოუცხადებლობა გახდა.

როგორც ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2 მოწმე დაიკითხა, მესამე კი არ გამოცხადდა, რის გამოც სხდომა გადაიდო. 

როგორც ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, უკვე ბევრი პროცესი გადაიდო და ერთი და იგივე ხდება, რადგან, რეალურად არ არსებობს მოწმე, რომელიც მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებს. 

"ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რა დღეშიც მე ვარ, ეს პროცესიც ჩემი ამბის ნაწილია და არანაირი დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი. დღევანდელ სხდომაზე ვერანაირი დანაშაული ვერ დაადასტურეს მოწმეებმა. მორის მაჩალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა" - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system