თავში

20 ივნისის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეებს უსმენენ

20 ივნისის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეებს უსმენენ
20 ივნისის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეებს უსმენენ

20 ივნისის საქმეზე დაკავებულების დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს უსმენენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე ბრალდებულების ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განაცხადა, დღევანდელი სასამართლო სხდომაც არ იქნება განსაკუთრებული, რადგან ბრალდების მხარის მოწმეები, ძირითადად სამართალდამცველები არიან. 

როგორც დაცვის მხარის ადვოკატი აცხადებს, მოწმეები რაიმე კონკრეტული დანაშაულის ფაქტებზე ვერ საუბრობენ.

ცნობისთვის, დასაკითხთა სიაში სულ 200-მდე პოლიციელია. 

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system