თავში

მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

სხდომაზე დაკავებულის უფლება დამცველმა მოსამართლეს აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატმა აღნიშნულის მიზეზად დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ლელა ჩაველაშვილის მტკიცებით, შესაძლოა, ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. 

"ფიზიკურადაც ეტყობა რომ აქვს სხვადასხვა სახის პრობლემები. აქედან გამომდინარე მე ვაყენებ აღკვეთის გარეშე შუამდგომლობას. საჭიროა, რომ ჯერ გამოჯანმრთელდეს. წინასწარი დაკავების იზოლატორშიც რამდენჯერმე დაჭირდა სამედიცინო ჩარევა,"- განაცხადა ლალი ჩაველაშვილმა. 

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, დაცვის მხარის არგუმენტების მიუხედავად ბრალდების შუამდგომლობა გაითვალისწინა და დაკავებულს პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, თუმცა მან დუმილის უფლება გამოიყენა.

ცნობისთვის, თელავში, 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღით, მშობლები და ბებია მოკლა, რის შესახებაც პოლიციას თავად აცნობა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system