თავში

ნაზი ჯანეზაშვილი: ანა დოლიძე თავად არის კანონდამრღვევი

ნაზი ჯანეზაშვილი: ანა დოლიძე თავად არის კანონდამრღვევი
ნაზი ჯანეზაშვილი: ანა დოლიძე თავად არის კანონდამრღვევი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს ასევე არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს აკრიტიკებს და წერს, რომ ის საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის. 

მისი თქმით, ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და კანონს არღვევს, როცა პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციას ინარჩუნებს. 

გარდა ამისა, ნაზი ჯანეზაშვილი ინტერესდება, თუ ვინ აფინანსებს ანა დოლიძის ორგანიზაციას. 

"როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი (ანა დოლიძე) სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს.

ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით?

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას!

როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი:

ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ?

ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს" - წერს ნაზი ჯანეზაშვილი. 

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფიქრობენ, რომ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და მან საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციაზე უარი უნდა თქვას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system