თავში

ნიკა გვარამია სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

ნიკა გვარამია სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
ნიკა გვარამია სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

\ნიკა გვარამია და ბექა ბასილაია სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლო სხდომების თარიღის განსაზღვრას ხმაური მოჰყვა.

„ჩვენს გადამღებ ჯგუფს ცარიელ დარბაზში არ უშვებს მიუხედავად იმისა, რომ ამის არავითარი წინა პირობა არ არის, ადამიანი გთხოვს, მხოლოდ ორშაბათობით არ ჩანიშნოს სხდომა და ყველა ორშაბათს ნიშნავ ერთი თვე, ასეთ მოსამართლესთან საუბარს აზრი არ აქვს, გინდ გამაძეოს, გინდ არა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან დატოვების შემდეგ.

მოსამართლის თქმით, მან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.

ნიკა გვარამიას გამოძიება "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვასა და გაყალბებას ედავება.

ამავე საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა "რუსთავი 2-ის" ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და სარეკლამო კომპანია "ინტერმედია პლიუსის" დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system