თავში

ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომა დაგვიანებით დაიწყო

ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომა დაგვიანებით დაიწყო
ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომა დაგვიანებით დაიწყო

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

პროცესის დაწყებამდე ნიკა გვარამიამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვის და თუ დრო დარჩება, მოწმეების დაკითხვაც შესაძლებელია. 

ცნობისთვის, პროცესი 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაგვიანებით დაიწყო. 

შეაგხსენებთ, ნიკა გვარამიას გამოძიება "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვასა და გაყალბებას ედავება. ამავე საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა "რუსთავი 2-ის" ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და სარეკლამო კომპანია "ინტერმედია პლიუსის" დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system