
ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. საქმის პროკურორმა ბრალდებულ ფეხბურთელებს საპროცესო შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთხელ შესთავაზა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ორკვირიანი ვადა მისცა.
იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელები საპროცესო შეთანხმებაზე უარს იტყვიან, მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა დაიწყება.
22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულების მიმართ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ოთხ მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, დანარჩენ შვიდს კი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ცნობა, რომ გარიგებული მატჩების საქმეზე ლანჩხუთის „გურიისა“და საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე მოთამაშე დააკავეს 19-20 მაისს გავრცელდა.
გვანცა ჭანტურია
ავტორი