თავში

პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

პარლამენტთან აქციის
პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

პარლამენტთან, აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან 3 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლელა ჭინჭარაული დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 28 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულ პირებს  საგამოძიებო ორგანო წვრილმან ხულიგნობსა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, მათგან უმეტესობა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში შესვლას უზღუდავენ.

აქცია რუსთაველის გამზირზე, გუშინ 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. სპეცრაზმი საკანონმდებლო ორგანოსთან დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოიყენეს წყლის ჭავლიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system