თავში

პარლამენტთან დაკავებული 8 აქტივისტიდან 5 სასამართლომ გაათავისუფლა

პარლამენტთან დაკავებული 8 აქტივისტიდან 5 სასამართლომ გაათავისუფლა
პარლამენტთან დაკავებული 8 აქტივისტიდან 5 სასამართლომ გაათავისუფლა

პარლამენტთან დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. მათგან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს. ორი სრულად გამართლდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო სამი დაკავებულის პროცესი გადაიდო. 

აქტივისტები დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როცა ისინი კარვის გაშლას ცდილობდნენ. 

„ჩვენ დავდგით კარავი და პოლიციელებს ვაჩვენეთ, რომ გვაქვს ნებისმიერ ადამიანს პროტესტის გამოთქმის უფლება, გრძელვადიანი პროტესტის უფლება, სადაც გვჭირდება კარავი. ერთი კარავი ჩვენ წინ დადგა ადამიანმა, რომელსაც გავრილოვის ფოტო ჰქონდა და პოლიცია არ შეეხო. როცა ჩვენ მოვიტანეთ კარავი და დავდგით, შეგვათრიეს მანქანებში ძალიან არაჰუმანურად. ღარიბაშვილის ხელი აშკარად ეტყობა ამ პოლიციას", - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა ნიკა ნარსიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system