თავში

,,პასუხისგებაში მიეცემა" - ვინ იყო კაცი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაურეკა

,,პასუხისგებაში მიეცემა" - ვინ იყო კაცი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაურეკა
,,პასუხისგებაში მიეცემა - ვინ იყო კაცი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაურეკა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ იმ პირის დასადგენად, ვინც გოგოს მამას დაურეკა და აცნობა, რომ მისი შვილი ,,შარში იყო გახვეული", შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება და უცნობი ზარის ავტორის იდენტიფიცირება მოხდება.

ადვოკატი პირობას დებს, რომ საქმეს ბოლომდე მიყვება და დაუსჯელი არავინ დარჩება.

,,არის გარკვეულ ვერსიებზე საუბარი, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, არის კიდევ სხვა თემა. უახლოეს დღეებში ჩემთან ერთად შეხვდება მამა გამომძიებელს და დეტალურად დავადგენთ, ვინ იყო ეს პიროვნება თუ პიროვნებები, იყვნენ თუ არა საგამოძიებო ორგანოებიდან. როგორც მისი განმარტებიდან ჩანს, ის იყო პოლიციელი და რომც არ იყოს პოლიციელი, აუცილებლად, პასუხისგებაში მიეცემა მუქარისა და შანტაჟისთვის. პირობას ვიძლევი, რომ ამ საქმეში არავინ და ვერავინ დაუსჯელი არ დარჩება," - აცხადებს ადვოკატი.

ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, 1 კვირაში გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system