თავში

ქრთამისთვის დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ქრთამისთვის დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა
ქრთამისთვის დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიან გირაოს.

ცნობისთვის, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system