თავში

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები - გიორგი ვაშაძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები - გიორგი ვაშაძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები - გიორგი ვაშაძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

„სტრატეგია აღმაშნებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. 

მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება ვაშაძის განცხადებას, სადაც მან თანაგუნდელის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე ისაუბრა.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ვაშაძე დღეს პოლიციის განყოფილებაში მისვლას არ აპირებს.

"საქმე ეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც  გიორგი ვაშაძემ გააკეთა ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომლის, პარტიის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯაროების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით. გიორგი ვაშაძე პოლიციაში არ გამოცხადდება, რადგან ნდობა პოლიციის მიმართ არის ნული. აქამდე რაც არის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები, არც ერთი არ არის გამოძიებული. ამიტომ ბატონი გიორგი ვაშაძე მოითხივს, სასამრთლოში მოსმართლის თანდასწრებით გამოკითხვას“, -  განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system