თავში

პოლიციამ მესტიაში, სამტრედიასა და წყალტუბოში 3 პირი დააკავა

პოლიციამ მესტიაში, სამტრედიასა და წყალტუბოში 3 პირი დააკავა
პოლიციამ მესტიაში, სამტრედიასა და წყალტუბოში 3 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა მესტიის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში 3 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ. დ-ს, 1975 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.კ.-სა და 1991 წელს დაბადებულ თ.ჩ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ.

დანაშაულები 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნივთმტკიცებად ამოღებულია "ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერი, კალაშნიკოვის სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system