თავში

პრეზიდენტმა რომ თმა დაივარცხნოს და მანქანა დაიქირაოს, არამიზნობრივი ხარჯია? - გიული ალასანია

პრეზიდენტმა რომ თმა დაივარცხნოს და მანქანა დაიქირაოს, არამიზნობრივი ხარჯია? - გიული ალასანია
პრეზიდენტმა რომ თმა დაივარცხნოს და მანქანა დაიქირაოს, არამიზნობრივი ხარჯია? - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული მისი შვილის საქმე, სასაცილოა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.

„ძალიან სასაცილო საქმეა ჩემი აზრით და ვნახოთ, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, ჰქონდეს რაღაც ფონდი, რომელსაც ახმარს ამ საქმიანობად, ფაქტიურად რაზეა ლაპარაკი, კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის მიტანილი ყვავილები, ასეთ რაღაცებზე არის საქმე აღძრული და რა უნდა ილაპარაკო ამაზე. ყველა საქმე არის არის შეთითხნილი. ჩემი აზრი ეს არის და დანარჩენი ვნახოთ, რა იქნება. დღესაც იქნება მოსმენა, იმედია, მოვა ჩემი შვილი და გასცემს პასუხებს, ილაპარაკებს ყველაფერზე, მაგრამ ძალიან კომიკურია თავისთავად მთელი ეს საქმე. რომელია არამიზნობრივად დახარჯული, ვაცლავ ჰაველს რომ თაიგული მიუტანა, კაჩინსკის თუ რომელი იყო იქ არამიზნობრივი, გეკითხებით. უკაცრავად და რომ დაივარცხნოს ადამიანმა, პრეზიდენტმა, რომელიც შეხვედრაზე მიდის, ეს რა არამიზნობრივია? თუ ასე უნდა იყოს. ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, როცა საჭიროა, აბა როგორ, ფეხით უნდა იაროს, თუ როგორ არის, თუ თავისი ხელფასით უნდა იხადოს ეს ყველაფერი. სამართლიანობა ოდნავ თუ არსებობს, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ. მე ასეთი მოლოდინი მაქვს, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი ყირაზეა,“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.იხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system