თავში

პროგრამისტი გიო ლუბარეცი დაიბარეს გამოკითხვაზე, გაგრძელებაა საინტერესო - კილაძე

პროგრამისტი გიო ლუბარეცი დაიბარეს გამოკითხვაზე, გაგრძელებაა საინტერესო - კილაძე

ჟურნალისტი და "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე პროგრამისტ გიორგი ლუბარეცის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება: 

"პროგრამისტი გიო ლუბარეცი დაიბარეს პროკურატურაში გამოკითხვაზე - თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეებში მის მარშრუტს ეძებდი და რატომ დასერჩეო...

საუბარი ყოფილა "ვილა ალგეთზე"!
საინტერესო ამბავია ფრიად !
გაგრძელებაა საინტერესო !"
- წერს კილაძე. 

დღეს სოციალური ქსელში პროგრამისტმა გიორგი ლუბარეცმა თავად დაწერა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. მისივე განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა.

ლუბრარეცი ამავე პოსტის კომენტარებში განმარტავს, რომ ინფორმაციას საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებგვერდზეც ეძებდა, საიდანაც მისი IP მისამართი დაადგინეს და გამოკითხვაზე დაიბარეს.

"ბაჩალიაშვილის საქმეზე დამიბარეს პროკურატურაში.

სანამ ჯერ კიდევ დაკარგული იყო, ვსერჩავდი ხოლმე რაღაცებს. იქნებ რამე ახალი მეპოვა და მალე აღმოეჩინათ თამარიც.

ჰოდა დასერჩილი გქონია რაღაცები და ამიტომ ტელეფონი უნდა წაგართვათ, გავხსნათ, ჩატები, ზარები, მესიჯები, სურათები და შენი პირადი ინფორმაცია უნდა ამოვიღოთო.

დასერჩვა დანაშაული ყოფილა თურმე. ასეთ საგიჟეთში ვცხოვრობთ" - წერს ლუბარეცი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system