თავში

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება შეიტანა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ი.ტ. და დ.წ. დამნაშავედ ცნო.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 9 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, ჯ.ტ.-ს და ი.ჭ.-ს შორის წარმოშობილი კონფლიქტით გაღიზიანებულმა ჯ.ტ.-ს შვილმა - ი.ტ.-მ და მისმა დეიდაშვილმა დ.წ.-მ, შურისძიების მოტივით, ი.ჭ.-ს თავის არეში ჯგუფურად, ბლაგვი საგნით რამდენიმე დაზიანება მიაყენეს.მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ჭ. 11 სექტემბერს გარდაიცვალა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენით, ი.ტ. დამნაშავედ იქნა ცნობილი 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამავე განაჩენით დ.წ. დამნაშავედ იქნა ცნობილი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.აღნიშნული განაჩენი ბრალდების მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება შეიტანა, ი.ტ. და დ.წ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ჯგუფურად პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა) და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system