თავში

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ა.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 21 აგვისტოს, ბორჯომში, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკების დროს ა.ნ.-მ დაზიანებები მიაყენა რ.კ.-ს, შემდეგ კი მოკვლის განზრახვით დანით ჭრილობა მიაყენა მას.

მიყენებული დაზიანების შედეგად, რ.კ. ადგილზე გარდაიცვალა.

ა.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ, ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system