თავში

პროკურატურა ცდილობს, ეს მუტრუკი არ მოიყვანოს სასამართლოზე - გიგი უგულავა

პროკურატურა ცდილობს, ეს მუტრუკი არ მოიყვან
პროკურატურა ცდილობს, ეს მუტრუკი არ მოიყვანოს სასამართლოზე - გიგი უგულავა

გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურა მოწმეების გადამალვას ცდილობს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბადრი გავაშელიშვილი სპორტსმენების ზონდერებად გამოყენების პრაქტიკის მაგალითია, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. 

"გავაშელიშვილი პაიკი და ნაძირალაა, მასთან რა საქმე უნდა მქონდეს, იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ მოვიდეს სასამართლოზე. ჩვეულებრივი დეგრადირებული ნაძირალაა. ეს 2 ადამიანი არიან ჩვეულებრივი მოძალადეები, ვისხედით ველოდებოდით გაფრენას, მოვიდნენ, აშარდნენ, დაიწყეს ჩხუბი. პროკურატურა ცდილობს ეს მუტრუკი არ მოიყვანოს სასამართლოზე ეშინია, რომ ჩვენ დავკითხავთ მხარე, ეშინია ჟურნალისტების. მოსამართლე, რომელიც "გააპრავებს" იმას, რომ გარშემო 20 კამერაა, არ ამოიღებს არც ერთს და შემდეგ მთელი პროცესი იქნება მარჩიელობაზე", განაცხადა გიგი უგულავამ. 

უგულავას ევროპის ჩემპიონ, ძიუდოისტ საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავებიან. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილის ინფორმაციით მათ თავს 2 უცნობი პირი დაესხა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system